ბიზნესი
10/06/2020

ჩაერთვება თუ არა EBRD ანაკლიის პროექტში - კატარინა ბიორლინ ჰანსენის პასუხი

ამაზე კომენტარი, ვერ ვიტყვი, რომ არ მსურს, მაგრამ ველი ინფორმაციას. როგორც ყველა, ჩვენც ველით, რა მოხდება ამ პროექტთან დაკავშირებით, - ასე პასუხობს EBRD-ის  სამხრეთ კავკასიაში კითხვას - „ჩაერთვება თუ არა ევროპული ბანკი ანაკლიის პროექტში“.

კატარინა ბიორლინ ჰანსენმა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას  ღრმაწყლოვან პროექტში შესაძლო მონაწილეობაზე საუბარი არ ისურვა.

ის, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მთავრობას ახალი ინვესტორის მოსაძიებელი ტენდერის ჩატარებაში დაეხმარებოდა იანვარში ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა.

თუმცა, Covid 19 -ის პანდემიის ფონზე, მთავრობამ ახალი ინვესტორის მოძიება მომავალ წლამდე გადადო. თუმცა მანამდე ეკონომიკის სამინისტომ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო“  მაინც დააფუძნა. 

სწორედ ეკონომიკის სამინისტრომ და ამ სააგენტომ უნდა წარმართონ კერძო ინვესტორის შერჩევის პროცესი და საინვესტიციო  ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგიც. ასევე ჩაერთონ სხვადასხვა საკითხში.

ამ დრომდე თემას ინფრასტრუქტურის სამინისტრო კურირებდა და ასეთივე სააგენტოც ფუნქციონირებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ინვესტორ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება შეწყდა, პროექტი ეკონომიკის სამინისტრომ გადაიბარა.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები