ბიზნესი
18/11/2022

"ჩირინა" ქათმის ხორცის ნახევარფაბრიკატების, ძეხვის და სოსისის წარმოებას დეკემბრიდან დაიწყებს

"ჩირინა“  ძეხვის, სოსისის და ქათმის ხორცის მარინადის წარმოებას დეკემბრიდან  დაიწყებს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ განუცხადა, განიხილება ნახევარფაბრიკატების (კოტლეტები,შაშხი და ა.შ) წარმოებაც. ბიზნესმენი განმარტავს, რომ პროექტისთვის სართიჭალაში დამატებით ახალი ქარხანა აშენდა.  ამ დროისთვის კი  საწარმოს ტექნიკურად აღჭურვის სამუშაოები მიმდინარეობს.

საწარმოში, რომელიც 3 ჰა ტერიტორიაზე აშენდა, 30 მილიონი ლარის ინვესტირება განხორციელდა.

შპს „ჩირინა” 2011 წელს ბიზნესმენმა რევაზ ვაშაკიძემ დაარსა. დღეისათვის ის ყველაზე დიდი, ვერტიკალურად ინტეგრირებული მეფრინველოების ფერმაა საქართველოში. აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე კომპლექსი აერთიანებს ინკუბატორს, საკვებ ქარხანას, წყალგამწმენდ სადგურს, ასევე მიწებს, სადაც სიმინდი და ხორბალი მოყავთ. პროდუქტის ხარისხისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფად ფუნქციონირებს მარცვლეულის საშრობი და შესანახი სათავსოები.