ბიზნესი
24/08/2020

"ჩირინამ“ სართიჭალაში ბროილერის 14 ახალი ფერმა აამოქმედა

კომპანიამ „ჩირინა“ სართიჭალაში ბროილერის 14 ახალი ფერმა გაუშვა ექსპლუატაციაში.

„ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ განუცხადა პროექტის შედეგად კომპანიამ წარმადობა თვეში 200 ტონით გაზარდა. საბოლოოდ, კომპანიის წარმადობა 1300-1400 ტონაა.

როგორც ვაშაკიძე აცხადებს, პროექტის ღირებულება 35 მილიონი ლარია. აქედან ნაწილი EBRD-ის სესხია.

შეგახსენებთ, შპს „ჩირინა” 2011 წელს ბიზნესმენმა რევაზ ვაშაკიძემ დაარსა. დღეისათვის ის ყველაზე დიდი, ვერტიკალურად ინტეგრირებული მეფრინველოების ფერმაა საქართველოში.შპს „ჩირინა უზრუნველყოფს პროდუქციის უსაფრთხოებას წარმოების მთელი ციკლის განმავლობაში - კვებისათვის საჭირო მარცვეულის კულტივაციიდან საბოლოო პროდუქტის დისტრიბუციამდე. აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე კომპლექსი აერთიანებს ინკუბატორს, საკვებ ქარხანას, წყალგამწმენდ სადგურს, ასევე მიწებს, სადაც ხდება სიმინდისა და ხორბლის მოყვანა. პროდუქტის ხარისხისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფად ფუნქციონირებს მარცვლეულის საშრობი და შესანახი სათავსოები.

Businesspartner