ბიზნესი
26/06/2020

COVID-ის პირობებში ზედაზენმა ბაზარზე ახალი ბრენდი გამოიტანა

ლუდის და უალკოჰოლო სასმელების კომპანიამ „ზედაზენი" კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ლუდის ბრენდი „აია“ აღადგინა და ბაზარზე ახალი ბრენდი „რავი“ გამოიტანა.

ამავდროულად კომპანიამ, როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი აღნიშნავს, პროდუქციის ექსპორტი 20%-მდე გაზარდა.

ლუდის კომპანიის დამფუძნებელმა, ცეზარ ჩოჩელმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში პროდუქციის წარმოების უწყვეტობის შენარჩუნებაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს წვლილზე აღნიშნავს.

"დღეისათვის, ჩვენს ბიზნესს აქვს ერთადერთი საზრუნავი - კრიზისის შემდეგ, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტიანად მოხდეს ზრდის ეტაპზე გადასვლა“, - აღნიშნა ქართული ლუდის კომპანიის „ზედაზენი“ დამფუძნებელმა.

„ზედაზენის“ ქარხანამ წარმოება 2012 წელს დაიწყო. წარმოებაში 400-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. დაფუძნებიდან დღემდე, კომპანიამ წარმოებაში 120 მლნ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

Businesspartner