ბიზნესი
16/01/2021

Cushman & Wakefield Georgia ბინებზე ფასის კლებას პროგნოზირებს

Cushman & Wakefield Georgia გაზაფხულიდან ბინებზე ფასის კლებას პროგნოზირებს.

უძრავი ქონების სააგენტოს კვლევის თანახმად, სტიმულირების გარეშე სექტორში ტრანზაქციების რაოდენობა თანდათანობით შემცირდება, გაყიდვების კლება თებერვალსა და მარტშიც გაგრძელდება, რაც ავტომატურად ფასების შემცირებას განაპირობებს.

ანგარიშის თანახმად, შედარებით მოთხოვნადი იქნება დაბალი, საშუალო, პრემიუმ კლასისა და მეორეული ბინები.

Cushman & Wakefield Georgia-ს პროგნოზით, ტრანზაქციების დონე კრიზისამდელ ნიშნულს 2022 წლამდე არ დაუბრუნდება. ასევე, მოსალოდნელია მიმდინარე პროექტების გადავადება ან დროებით შეჩერება.

Businesspartner