ბიზნესი
28/09/2020

"დააგემოვნე თბილისი" - საკვირაო ბაზრობა მცირე მეწარმეებისთვის

მცირე მეწარმეებმა პირველი საკვირაო ბაზრობა მოაწყეს.

ღონისძიებას, სადაც 50-მდე მეწარმე მონაწილეობდა, მუშტაიდის ბაღმა უმასპინძლა. მწარმოებლების განმარტებით, განვითარებული მოვლენებისა და არსებული შეზღუდვების ფონზე, რეალიზაცია საგრძნობლად არის შემცირებული, ხოლო მსგავი ტიპის ღონისძებები მცირე საწარმოების გადარჩენისთვის მნიშვნელოვანია.

საკვირაო ბაზრობაზე საყოფაცხოვრებო ნივთების, სუვენირებისა და საკვები პროდუქტების მწარმოებლები იყვნენ წარმოდგენილი. კიდევ ერთი მსგავსი ღონისძიება მომავალ კვირასაც იგეგმება.

საკვირაო ბაზრობაზე "დააგემოვნე თბილისი" წარმოდგენილები არიან მიკრო და მცირე მეწარმეები. ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ვახერხებთ შევქმნათ სივრცე და დავეხმაროთ როგორც კვების ინდუსტრიის, ასევე რეწვის სფეროს წარმომადგენლებს", - ამბობს "დააგემოვნე თბილისის" ორგანიზატორი ოთარ ლეჟავა

Businesspartner