ბიზნესი
13/03/2023

დინამოს საკლუბო მაღაზია Fun Shop თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიხსნა

დინამოს საკლუბო მაღაზია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიხსნა.

როგორც კომპანიაში "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებენ ეს ლოკაცია ტურისტების მხრიდან დიდი მოთხოვნის გამო შეარჩიეს.

"Fan Shop-ი აქამდე მხოლოდ დინამოს სტადიონზე იყო წარმოდგენილი, 2023 წელს კი კომპანია გაფართოებას გააგრძელებს და ახალ ფილიალებს ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებშიც გახსნის."-ამბობს  Fun Shop-ის მენეჯერი ნანა ჯიჯავა.

დინამოს საკლუბო მაღაზია 2014 წლიდან ფუნქციონირებს და მომხმარებლებს სპორტული ხაზის სამოსსა და სხვადასხვა აქსესუარებს სთავაზობს.

Businesspartner