ბიზნესი
21/07/2021

"დიო" 25 წლის გახდა

კარ-ფანჯრებისა და საჩრდილობელი სისტემების მწარმოებელი კომპანია „დიო“ მნიშვნელოვან თარიღს - 25 წლის იუბილეს აღნიშნავს.

ვერტიკალური ჟალუზებით დაწყებული ბიზნესი ახლა ინტერიერისა და ექსტერიერის 70-ზე მეტი დასახელების პროდუქტს, 3 თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმოს, 5 ფილიალსა (თბილისი (დიღომი; საბურთალო), თელავი, ქუთაისი, ბათუმი) და მთელს საქართველოში ფართოდ წარმოდგენილ სადილერო ქსელს აერთიანებს.

„დიო“-ს განვითარების ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანი იყო ისეთი ბიზნეს მოდელის შექმნა, რომელიც მაქსიმალურად ერგებოდა მომხმარებლის მომსახურების მაღალ სტანდარტს; კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას, ინოვაციების დანერგვას; მომხმარებელთა, თანამშრომელთა და პარტნიორთან პასუხისმგებლიან, ლოიალური ურთიერთობებს. სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებს კომპანია „დიო“-ს სანდო, გამოცდილ და ლიდერ ბრენდად პოზიციონირებას.

კომპანიაში 70-მდე დასახელების პროდუქციაა და ამავდროულად მომხმარებელი მუდმივად განებივრებულია ახალი, ინოვაციური და საჭიროებაზე მორგებული პროდუქტების შეთავაზებითა და აქციებით, ამჯერად ,,დიო” -ში საიუბილეო 25 წელთან დაკავშირებით აქამდე არნახული, გრანდიოზულ აქცია დაიწყო და კომპანია მომხმარებელს ყველაზე მოთხოვნად, საჭირო და ხარისხიან პროდუქტს - გერმანულ & თურქულ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარას 25%-იანი ფასდაკლებით, შეზღუდული დროით - 31 ივლისის ჩათვლით სთავაზობს.

„დიო უკვე 25 წლისაა, წლების განმავლობაში, საქმეს მაქსიმალური ძალისხმევით ვაკეთებდით, რამაც წარმატებამდე მიგვიყვანა. ჩვენს კომპანიაში ნებისმიერ თანამშრომელს რომ ჰკითხოთ, თუ როგორ გამოიყურება წარმატება მათი პასუხი ერთსულოვნად იქნება იდენტური: წარმატებაა როდესაც ჩვენს მიერ დადებული შედეგი არის უფრო მეტი ვიდრე მოლოდინი! .. ალბათ სწორედ ასეთმა შემართებამ, სიახლეებისადმი მიმღებლობამ, ცვლილებებისადმი მზაობამ, თავდაუზოგავად შრომამ და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენამ გვაქცია ბაზარზე ლიდერად და ისეთ კომპანიად, რომელსაც მომხმარებელთან წარმატებული ურთიერთობის 25 წლიანი ისტორია აქვს.

მადლობა გვინდა გადავუხადოთ თითოეულ ჩვენს დამკვეთს ამხელა ნდობისა და ერთგულებისთვის. მათზე ზრუნვა ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია. სწორედ 25 წლიანი გამოცდილება და მუდმივად განვითარებაზე ზრუნვა განაპირობებს იმას, რომ მომხმარებელს ტექნიკურად როგორი რთული შესასრულებელი პროექტიც არ უნდა ჰქონდეს ყოველთვის პირველი „დიო“ ახსენდება და აქვს განცდა, რომ კომპანია არც-ერთ ვითარებაში არ შეუშინდება სირთულეებს, მისი შეკვეთა კი კვალიფიციური გუნდის ძალისხმევით მაქსიმალურად ხარისხიანად, მოკლე დროში შესრულდება.

ჩვენ ყოველდღიურად ვცდილობთ კიდევ უფრო დავხვეწოთ ჩვენი შეთავაზება, მოვუსმინოთ ჩვენს მაღალკვალიფიციურ, განათლებულ და გემოვნებიან მომხმარებლის სურვილებს, განვვითარდეთ, ევროპული სტანდარტების მომსახურება და ახალი, ინოვაციური პროდუქტები მუდმივად შევთავაზოთ.“ - აცხადებენ კომპანია „დიო“-ში.

კომპანიაში დღესდღეობით 200-მდე თანამშრომელია დასაქმებული, ,,დიო’’ კი განსაკუთრებულად ზრუნავს მათი კვალიფიკაციის პერიოდულ ამაღლებასა და კიდევ უფრო მეტად ინფორმატიულობაზე, ამიტომ ხშირად ერთვებიან გადამზადებითი ტრენინგებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებებში, რაც თანამშრომლებისა და მომხმარებლების ურთიერთკმაყოფილებისა და პროდუქტიული, წარმატებული პარტნიორობის ერთ-ერთი განმაპირობებელია.

„დიო“ ასევე გამოირჩევა CSR პროექტების განხორციელებით. განსაკუთრებით ყურადღება ექცევა ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა: განათლების მხარდაჭერა, მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული პროექტები და სოციალური საწარმოების, ასოციაციების მხარდაჭერა.

კომპანია არაერთხელ გახდა ადამიანების ბედნიერებისა და გულწრფელი ღიმილის მიზეზი, ვინაიდან „დიო“-ს ერთ-ერთ პერმანენტულ საქმიანობას ქველმოქმედება წარმოადგენს და შესაძლებლობების ფარგლებში მრავალჯერ დაუდგა მხარში მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ.

შეგახსენებთ, კომპანია „დიო“ მუდმივად ორიენტირებულია სიახლეებსა და მომსახურების მაღალ სტანდრატზე!.. ვითარდება სწორი მიმართულებით, სტაბილურად და დინამიურად. მისი სამომავლო გეგმები საკმაოდ მასშტაბური და სიახლეებით სავსეა, კომპანია ახალ პროექტებს ერთგულ მომხმარებელს მალე გაუზიარებს.

"დიო’’ უკვე რამდენიმე წელია ფლობს ქართული ხარისხის ნიშანსა და ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001 : 2008; ISO 9001 : 2015; ISO 9001 : 2018 –ის სერტიფიკატებს.