ბიზნესი
13/05/2022

დუგლას ლუერტანი: ევროპიდან ყავის შემოტანის ვადები გახანგრძლივდა

ქვეყანაში ზოგიერთ სავაჭრო ობიექტში ყავა დეფიციტურია. რითეილ სექტორში მიზეზად პანდემიის გავლენა და უკრაინაში მიმდინარე ომი სახელდება, რამაც გაართულა ლოგისტიკა,მოწოდების  ვადები და პროდუქციის თვითღირებულება გაზარდა.

როგორც ყავის იმპორტიორი კომპანია “ჯეო ეკო ფუდის“ ხელმძღვანელი დუგლას ლუერტანი, რომელსაც ყავის მარცვალი  როგორც ბალტიისქვეყნებიდან, ისე გერმანიიდან, იტალიიდან და შვეიცარიიდან შემოაქვს,  „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ყავის მარცვალი მსოფლიოშია დეფიციტური, რაც ავტომატურად საქართველოს ბაზარზეც ისახება.

მსოფლიო ბაზარზე ყავის ფასი დაახლოებით 32%-ითაა გაზრდილი, რამაც ბაზრებზე აჟიოტაჟი გამოიწვია. ამას დაემატა პანდემიის შედეგად გადაზიდვების პრობლემა, რამაც ტრანსპორტირების ხარჯი გაზარდა.

„გაძვირდა კონტეინერებით გადაზიდვის ღირებულება, რამაც პროდუქციის დეფიციტი დაფასის  ზრდა გამოიწვია. ახლა მე რომ დამჭირდეს ყავის იმპორტი რომელიმე ქვეყნიდან, უნდა ავირჩიო საზღვაო ტრანსპორტი, რამაც გაზარდა ვადები და გაზარდა თვითღირებულება, რაც საბოლოოდ პროდუქციის გასაყიდ ფასში აისახება. თუ ადრე ყავის ევროპიდან ჩამოსატანად 1 კვირა იყო საკმარისი, ახლა 30 -40 დღეა საჭირო, “-აცხადებს ლუერტანი.

შეგახსენებთ, საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2022 წლის იანვარ-მარტში საქართველოში $5.4 მლნ-ის (1.6 მლნ ტონა) მოხალული და მოუხალავი ყავა 16 ქვეყნიდან შემოვიდა, საიდანაც  ყველაზე დიდი წილი,ნახევარზე მეტი - $2.5 მლნ-ის (1000 ტონა) ინდონეზიაზე მოდის. 

TOP-3 იმპორტიორი ქვეყანა კი ასეგამოიყურება: ​ინდონეზია - 1000 ტონა ($2.5 მლნ), გერმანია - 96 900 ($592 000), ​იტალია - 42 500 ($541,400). 

გარდა ამისა, ყავის იმპორტი ხორციელდება:ბელგიიდან, ბულგარეთიდან, ბელარუსიიდან, საფრნაგეთიდან,ნოდერლანდებიდან, გაერთიანებული სამეფოდან და აშშ.

 

 

 

 

Businesspartner