ბიზნესი
06/04/2021

ძმები არველაძეების მოცვის ბიზნესი - კომპანია პირველ მოსავალს წელს მიიღებს

ძმებმა, რეზი, შოთი და აჩი არველაძეებმა ლურჯი მოცვის ბიზნესი დაიწყეს. როგორც კომპანია „ბლუბერი ფარმის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა აჩი არველაძემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, ბაღები გურიაში, ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში 27 ჰექტარზეა გაშენებული. პროექტში რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია ხორციელდება.

მისი განცხადებით, ბაღების გაშენება გასულ წელს დაიწყო, პირველ, სატესტო მოსავალს კი კომპანია, წელს მიიღებს. საუბარია, 20 ტონაზე მეტ მოცვზე.

„მნიშვნელოვანია, რომ პროექტი სახელმწიფო პროგრამებს “შეღავათიანი აგროკრედიტის“ და “დანერგე მომავალის“ მხარდაჭერით ხორციელდება,“ - აცხადებს აჩი არველაძე.

მისი განცხადებით, მოცვის ბაღებიდან მიღებული პროდუქცია ძირითადად ექსპორტზე იქნება ორიენტირებული. მათ შორის, აზიის, არაბთა საემიროების და რუსეთის მიმართულებით.

კომპანიის თანადამფუძნებელი ეკა ვეფხვაძე განმარტავს, რომ „ბულბერი ფარმი“  ეტაპობრივად გეგმავს ბაღების 50 ჰა-მდე ათვისებას, საიდანაც მიღებულ მოსავალს (550 ტონა)  2023 წელს ელოდება.

 

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"საქართველოს რკინიგზის" დირექტორთა საბჭოში ცვლილებაა
01

11/04/2021
ტურიზმი

ტურისტული კომპლექსი კახეთში - Melaanian Vintage სტუმრების მისაღებად ემზადება
02

09/04/2021
საზოგადოება

ისრაელის კლინიკის ექიმი ვაქცინაციის შედეგებზე: თითქმის ყველა რეგულაცია მოიხსნა
03

15/04/2021
ტურიზმი

კელი დეგნანი: აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირ ფრენებზე მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს
04

12/04/2021
ბიზნესი

მიხო სვიმონიშვილის შვეიცარიული აგრარული სკოლა პირველ სტუდენტებს სექტემბერში მიიღებს
05

04/03/2021
საზოგადოება

პარლამენტი ავტომობილში არასრულწლოვნის თანდასწრებით თამბაქოს მოხმარების აკრძალვის მომხრეა
06

15/04/2021