ბიზნესი
01/01/2021

E-Space-ი: 2021 წელს ვისურვებდით კიდევ უფრო მეტ ელექტრომობილს საქართველოში

ელექტროდამტენების გაზრდილი რაოდენობა და შემცირებული ნახშიროჟანგის გავრცელება, - ასეთია კომპანია E-Space-ის 2020 წლის შედეგები.

კომპანიაში უკვე გასულ, 2020 წელს რთულს და ამავდროულად მნიშვნელოვანს უწოდებენ.

"მიუხედავად ყველა სირთულისა, მოვახერხეთ ბევრი დიდი პროექტის განხორციელება და მათგან რამდენიმე, ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი გამოვყავით: ახალი აპლიკაცია, აპლიკაციის ბიზნეს მოდული, 174 ტონა ნახშირორჟანგი, რომელიც 2020 წელს არ გავრცელდა ქალაქებში; 30-მდე დამონტაჟებული ახალი დამტენი.
 
2020-მა კიდევ ერთხელ დაგვანახა ჯანმრთელობის და ჯანსაღი გარემოს მნიშვნელობა. ამიტომ 2021 წელს ვისურვებდით კიდევ უფრო მეტ ელექტრომობილს საქართველოში, შესაბამისად მეტ სუფთა ჰაერს და ჯანსაღ გარემოს", - ამბობენ კომპანიაში.
 

E-Space-ი აერთიანებს ელექტრომობილების დამტენების ქსელს. პირველი საჯარო დამტენი კომპანიამ 2016 წელს განათავსა, როდესაც ჯერ კიდევ 5 ელ.მობილი იყო ბაზარზე.

აღსანიშნავია, რომ ელექტრომობილებზე მოთხოვნა ბოლო პერიოდში გაზრდილია. 2020 წლის ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში 2 400-ზე ელექტრომობილია რეგისტრირებული, რაც E-Space-ის მონაცემებით, რეგიონში ერთ სულ მოსახლეზე საუკეთესო შედეგია. ამ დროისთვის საქართველოში 150-ზე მეტი დამტენია დამონტაჟებული.

 
 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები