ბიზნესი
06/09/2021

ეფეს საქართველო: თანამშრომლებში აცრის მოტივაციისთვის წამახალისებელი მექანიზმი შევიმუშავეთ

ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს იმისათვის რომ გადავურჩეთ ამ პანდემიას. სწორედ ამ სულისკვეთებით ვსაუბრობთ ჩვენს თანამშრომლებთან, - ამის შესახებ "ეფეს საქართველოს“ („ნატახტარი“) კომერციულმა დირექტორმა, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იმისათვის რომ კომპანიაში პროცესი დაჩქარდეს მოქმედებს გარკვეული წამახალისებელი მექანიზმებიც.

“ბუნებრივია ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი და არავის ვაიძულებთ აცრას, მაგრამ ჩვენ მოვუწოდებთ და ვურჩევთ ყველა თანამშრომელს, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი. პროცესის კიდევ უფრო დასაჩქარებლად გვაქვს წამახალისებელი მექანიზმებიც. მაგალითისთვის ეს არის სამსახურებრივი შვებულების გაგრძელება ან დამატებითი დასვენების დღეები და ა.შ ჩვენ ბიზნესმა ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ გავშალოთ ეს კამპანია,” - განმარტავს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები