ბიზნესი
13/01/2021

ეკატერინე ტიკარაძე: 1-ელი თებერვლიდან ყველა სფერო ვერ გაიხსნება

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, 1-ელი თებერვლიდან ეკონომიკური საქმიანობის ყველა მიმართულება მუშაობას ვერ აღადგენს. ასევე, იანვრის ბოლოს იმსჯელებენ, აღადგენს თუ არა მუშაობას საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

„ამ ეტაპზე ვმუშაობთ ბიზნესთან. ჩვენთვის საახალწლო გახსნა კარგი გამოცდილება იყო. ვაკვირდებოდით, რამდენად ეფექტურები ვიყავით აღსრულებაში. დავხვეწეთ მიდგომები. გვაქვს სავაჭრო ცენტრებთან კომუნიკაცია. ეს შეხვედრები გაგრძელდება და 1-ლი თებერვლისთვის ვგეგმავთ, რომ გაიხსნება სავაჭრო ქსელები და მოლები.

იანვრის ბოლოს ვიმსჯელებთ, გაიხსნება თუ არა ტრანსპორტი, ან სხვა ბიზნესები. როდესაც გვექნება უფრო მეტი სიცხადე, რა რეგულაციებს დავაწესებთ. ყველა სფერო არ გაიხსნება“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

Businesspartner