ბიზნესი
04/05/2021

ეკონომიკის მინისტრი კერძო სექტორს ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდებს

ეკონომიკის მინისტრი კერძო სექტორს ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდებს. ნათია თურნავას განმარტებით, ეს იქნება მათი შეუფერხებლად მუშაობის წინაპირობა.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ არაფერი არაა დაგვიანებული და ყველაფერი გეგმაზომიერად ხორციელდება. განსაკუთრებით, მარკეტინგული კამპანია, რაც შეეხება ვაქცინაციას, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ აქ ვიყენებთ სხვა ქვეყნების პოზიტიურ გამოცდილებას და ძალიან მიხარია, რომ პირველი შედეგები ჩანს. მაგალითად, დიდი მოთხოვნა დაფიქსირდა "სინოფარმზე". იცით, რომ დიდი ინტერესია. დღეიდან იწყება ვაქცინაცია.

ველოდებით, რომ ორგანიზებულად, დიდი მონდომებით ბიზნესიც აიტაცებს ამას. ბიზნესისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც იმიტომ, რომ შეუფერხებლად მუშაობდნენ საწარმოები, შეუფერხებლად მუშაობდნენ მომსახურების ობიექტები",- აღნიშნა თურნავამ.

მთავარი სიახლეები