ბიზნესი
12/10/2020

ელექტრომობილების დამუხტვა მზის ენერგიით - E-space-ისა და ჰელიოს ჯორჯიას პროექტი

E-space-ის საოპერაციო სამსახურის ხელმძღვანელი "ბიზნესპარტნიორთან" პანდემიის გავლენაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს სერიოზული გამოწვევა აღმოჩნდა კომპანიისთვის.

„მოვახერხეთ ახალ რეალობასთან სწრაფი ადაპტაცია და კრიზისისთვის დამახასიათებელი ბაზრის პასიურობის შედეგად, გამოთავისუფლებული დრო მთლიანად მივმართეთ სისტემური განახლებებსა და მომხარებლებთან უფრო აქტიურ კომუნიკაცისკენ. ამ ეტაპზე, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ახალი მომსახურების დამატებასა და ჩვენს პარტნიორ „ჰელიოს ენერჯისთან“ ერთად საერთო პროდუქტის შექმაზე, რომლიც მზის ელ-სადგურის მიერ გამომუშავებული ენერგიით ელექტრომობილების დამუხტვას გულისხმობს", - ამბობს დავით იოსავა.

მისივე თქმით, კომპანია დაახლოებით 2 თვეში ბიზნესს ახალ, უნიკალური პროდუქტს შესთავაზებს, თუმცა დეტალებზე ამ დროისთვის იოსავა არ საუბრობს.

E-space-მა საქართველოს მასშტაბით 150-ზე მეტი ელექტომობილის დამტენი აქვს დამონტაჟებულია, მათ შორის საჯარო ქსელში 80-მდე დასამუხტი სადგურია, საიდანაც 7 სწრაფი დამტენი განთავსებულია თბილისი-ბათუმის მაგისტრალზე, რომელიც  ყველაზე დიდი დატვირთვით გამოირჩევა.

„ქსელი მოიცავს თითქმის ყველა სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონს, თუმცა ასათვისებელი ლოკაციებიც დაგვრჩა. ამ კუთხით მუდმივად ვვითარდებით და რასაკვირველია იგეგმება ქსელის გაფართოეება და ახალი დამტენების დამატება,“ – აღნიშნავს კომპანიის საოპერაციო სამსახურის ხელმძღვანელი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები