ბიზნესი
04/01/2021

ერეკლე კოკაია: ვიმედოვნებ, სეზონი თებერვალში მაინც გაიხსნება

სასტუმროების ქართული ქსელი Inn Group-ის აღმასრულებელი  დირექტორი ერეკლე კოკაია „ბიზნესპარტნიორთან“ 2021 წლის გეგმებზე საუბრობს და  იმედოვნებს, რომ თებერვალში მაინც გაიხსნება ადგილობრივი ტურისტებისთვის საკურორტო სეზონი. 

„თუმცა, აუცილებელია საქართველო საერთაშორისო ტურისტებისთვისაც გაიხსნას, რადგან დიდი ხანი ასე ქვეყანა ვერ გაძლებს. ჩვენ მაგალითად, ბიუჯეტში გასულ წელს რამდენიმე  ასეული ათასი ლარი შევიტანეთ. ეს რომ აკლდება ბიუჯეტს, ავტომატურად სახელმწიფოც ღარიბდება. ამიტომ, ამითი მხოლოდ ბიზნესი არ ზარალდება,“ - ერეკლე კოკაია.

მისივე განმარტებით, მომავალ წელს კომპანია ქუთაისში ახალი სასტუმროს მშენებლობას დაიწყებს და 2022 წლის მარტში გახსნის. პროექტში 3 მლნ დოლარამდე ინვესტიცია განხორციელდება.

სასტუმროების ქართული ქსელი Inn Group-ი საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს. კომპანიის პორტფელშია სასტუმროები თბილისში, ბაკურიანსა და გუდაურში.

Businesspartner