ბიზნესი
03/02/2023

etli.ge ასორტიმენტს აფართოებს

სოციალური საწარმო etli.ge ასორტიმენტს აფართოებს. უახლოეს პერიოდში წარმოებაში აბაზანაში გამოსაყენებელი ეტლები ჩაეშვება.

 როგორც „ბიზნესპარტნიოთან“ etli.ge -ის დირექტორი,  გიორგი ძნელაძე აცხადებს, ახალ პროდუქტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და ის რეალიზაციაში მიმდინარე წელს იქნება.  

დღეისთვის კომპანია შშმ პირებისთვის გათვლილ 2 ტიპის მექანიკურ და 2 ტიპის ელექტრო ეტლებს ამზადებს. გარდა გორგოლაჭებიანი სავარძლებისა, etli.ge შშმ პირების საჭირობებზე მორგებულ სხვა ინვენტარსაც ქმნის. იქნება ეს პორტატული პანდუსები, პერსონალური ამწეები, თუ სხვა.

ცობისთვის, ამიერკავკასიაში ერთადერთი ეტლების საწარმო უკვე მე-14 წელია ოპერირებს. etli.ge -ში ჯამში 30-მდე ადამიანს ასაქმებს, რომელთაგან უმეტესობა ასევე განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირია.

 

 

Businesspartner