ბიზნესი
11/01/2022

Euphoria-ს მეორე სეზონის ხმის ეფექტებზე ქართულმა კომპანია POSTRED–მა იმუშავა

Euphoria-ს მეორე სეზონის ხმის ეფექტებზე ქართულმა კომპანია POSTRED–მა იმუშავა – ამის შესახებ ინფორმაციას POSTRED–ი ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. 

სემ ლევინსონის შოუ Euphoria HBO MAX-ზე მეორე სეზონით დაბრუნდა, სადაც მთავარ როლში ზენდეიაა.

"POSTRED ამაყობს, რომ არის Wylie Stateman-ის "247SND" ხმის გუნდის ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს ხმის ეფექტების დიზაინის სერვისებს. ისიამოვნეთ "ეიფორიით"–წერს, ქართული კომპანია. 

აღსანიშნავია, რომ Postred-მა ჰოლივუდის ორ დიდ კინოკინოსტუდიასთან - Paramount Pictures-სა და A24-სთან თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი შარშან მოაწერა. მოლაპარაკებებსა და შეთანხმების მიღწევაში მას USAID Georgia დაეხმარა.

შეგახსენებთ, რომ POSTRED-ი აუდიო პოსტპროდუქციის კომპანიაა, რომელიც 2015 წელს შეიქმნა და ამჟამად ჰოლივუდის ორი ისეთი ახალი ფილმის აუდიოგახმოვანებას უზრუნველყოფს, როგორებიცაა საკულტო საშინელებათა ჟანრის ფილმების სერიის ახალი ნაწილი კივილი 5 და C’mon,C’mon, რომელშიც მთავარ როლს ოსკაროსანი ხოაკინ ფენიქსი ასრულებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები