ბიზნესი
11/01/2021

FDI Alliance: საქართველო - საინვესტიციო ლოკაცია რომელსაც თქვენ ეძებდით

„საქართველო - საინვესტიციო ლოკაცია რომელსაც თქვენ ეძებდით" - ბრიტანულმა ჟურნალმა FDI Alliance-მა საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობებზე სტატია გამოაქვეყნა.

სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი ამბობს, რომ საქართველო, როგორც საინტერესო საინვესტიციო ქვეყანა კიდევ ერთ პრესტიჟულ და წამყვან გამოცემაში იქნება წარმოდგენილი.

სტატიაში აქცენტი გაკეთებულია საქართველოში წარმოების პოტენციალსა და იმ უპირატესობებზე რასაც საქართველო საერთაშორისო კომპანიებს სთავაზობს.

FDI Alliance ჟურნალი კვარტალში ერთხელ გამოიცემა და ხელმისაწვდომია როგორც ბეჭდურად, ასევე, ელექტრონული სახით. ყოველ გამოცემას 200 000-ზე მეტი მკითხველი ჰყავს, რომელთა უმრავლესობა მსხვილი ინტერნაციონალური კომპანიების წარმომადგენლები, მაღალი დონის მენეჯერები და ლოკაციის კონსულტანტები არიან.

Businesspartner