ბიზნესი
11/06/2021

ფინანსთა მინისტრი ვარაუდობს, რომ წლის ბოლომდე ბიზნესი ₾1.7 მლრდ-ის დღგ-ს დაიბრუნებს

5 თვეში დღგ-ს ავტომატური დაბრუნების სქემით 750 მლნ ლარის დაბრუნება მოხდა.

ფინანსთა მინისტრი მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით პანდემიისას, მნიშვნელოვანი იყო, დამატებული ღირებულების გადასახადის დაბრუნების სისტემის ჯერ გამარტივება, ხოლო შემდგომ სრულად ავტომატურ სისტემაზე გადასვლა.

„ბიზნესს მიეცა შესაძლებელობა მყისიერად ჰქონოდა წვდომა იმ რესურსზე, რომლის დაბრუნება წლების განმავლობაში ხანგრძლივ პროცდურასთან იყო დაკავშირებული და დამატებით ხარჯს წარმოადგენდა“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, გასულ წელს 1 მლრდ ლარზე მეტი დაიბრუნა ბიზნესმა, წლის ბოლომდე 1.7 მლრდ ლარის დაბრუნებაა ნავარაუდევი.

გასული წლის ნოემბრიდან დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნება სრულად ავტომატურ რეჟიმში ხდება. 5 თვის მონაცემები (750 მლნ ლარი) გასული წლის ანალოგიური პერიორდის მაჩვენებელზე 2-ჯერ მეტია.