ბიზნესი
20/03/2020

ფრენები ხვალიდან სრულად იკრძალება

მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან ავიამიმოსვლა სრულად იკრძალება. შესაბამისი გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტმა საკოორდინაციო საბჭოზე მიიღო.

“ხვალიდან საჰაერო მიმოსვლა სრულად წყდება. განხორციელდება მხოლოდ ის რეისები, რომელსაც შეასრულებს Georgian Airways-ი საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით. ასევე, ის ადამიანები, რომლებიც ჩამოვლენ საზღვარგარეთიდან ქვეყნის ტერიტორიაზე შემოვა გადავლენ პირდაპირ კარანტინში“,- განმარტა პრემიერის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა.

Businesspartner