ბიზნესი
15/10/2020

Frontera საქართველოში საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს - ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია

Frontera საქართველოში საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯიას“ დირექტორმა ზაზა მამულაიშვილმა განუცხადა.

მისი განმარტებით, დაწყებულია მშობელ კომპანიაში რეორგანიზაცია, რაც მეწილეებს შორის ცვლილებას უკავშირდება. ამ რეორგანიზაციის შედეგად, „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნის ფილიალი საქართველოშის“ მფლობელი შესაძლოა ისევ Frontera Resources Georgia Corporation-ი იყოს, ან მომავალში რამე შეიცვალოს, თუმცა, როგორც ზაზა მამულაიშვილი ამბობს, ეს ცვლილებები საქართველოში კომპანიის ოპერაციებზე არ აისახება.

რეორგანიზაცია ეხება კაიმანში დარეგისტრირებულ 4 კომპანიას. 30 ოქტომბერს ამ კომპანიებს რეგისტრაცია შეუჩერდებათ. ეს კომპანიებია: FRONTERA INTERNATIONAL CORPORATION;  FRONTERA RESOURCES CORPORATION;  FRONTERA RESOURCES GEORGIA CORPORATION; FRONTERA RESOURCES OVERSEAS CORPORATION –ი.

შეგახსენებთ, Frontera -მ საარბიტრაჟო დავის შემდეგ საქართველოს მთავრობას სალიცენზიო ტერიტორიის ნაწილი  უკან დაუბრუნა.

 

 

მთავარი სიახლეები

ეკონომიკა

თბილისი-საგარეჯოს ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა იწყება
01

23/10/2020
სოფლის მეურნეობა

საქართველოდან ევროპის ბაზარზე 300 ტონა ნედლი გირჩი გავა
02

20/10/2020
ბიზნესი

შეფი ლევან კობიაშვილი ხელისუფლებას სარესტორნო ბიზნესისთვის ბანკებთან შუამავლობას სთხოვს
03

20/10/2020
ბიზნესი

საგოს ქოხი - ხის სათამაშოების წარმოებიდან კოტეჯების და საბავშვო ატრაქციონების მშენებლობამდე
04

22/10/2020
ბიზნესი

ბათუმში “ალიანს ცენტროპოლისი” გაიხსნება - როგორი იქნება "ალიანს ჯგუფის“ ახალი პროექტი
05

20/10/2020
საზოგადოება

უსამსახუროდ დარჩენილთათვის 200 ლარიანი კომპენსაციების გაცემა გაგრძელდება
06

21/10/2020