ბიზნესი
26/06/2020

Frontera VS საქართველო - კომპანია კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს

აქ არაფერია მოსალაპარაკებელი, სამინისტროს სურს თავს მოგვახვიოს ახალი “პირობები“, - „ფრონტერა“ ეკონომიკის სამინისტროს საჯარო დეზინფორმაციის კამპანიაში ადანაშაულებს.

კომპანია ახალ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ შეხვედრის თაობაზე  მიღებული მრავალგზის უარის მიუხედავად, ახლა “მოლაპარაკების მაგიდასთან “ იწვევებ, რათა მოილაპარაკონ ის “ პირობები, რომლის სფუძველზეც შესაძლებელი იქნება მათი   „ბიზნესის საქართველოში დარჩენა“.

„აქ არაფერია მოსალაპარაკებელი. ოც წელზე მეტია, რაც ვამაყობთ რომ ვართ საქართველოს კორპორატიული მოქალაქეები შეერთებული შტატებიდან. ამ პერიოდის განმავლობაში ნავთობისა და გაზის სამუშაოებში კახეთში განვახორციელეთ 500 მილიონ ა.შ.შ. დოლარზე მეტის ინვესტირება, გამოვიყენეთ მოწინავე ამერიკული ტექნოლოგიები, დავასაქმეთ ასობით ქართველი და ამერიკელი თანამშრომელი, საფუძველი ჩავუყარეთ საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის შესაძლებლობას. ახლა, საქარველოს ხელისუფლებასთან ჩვენი კონტრაქტის სრული უგულვებელყოფით, სამინისტროს სურს თავს მოგვახვიოს ახალი “პირობები“, რათა დავრჩეთ საქართველოში. ზიანზე შეურაცხყოფის დამატებით, ამის გაკეთება არჩიეს საჯაროდ, ნაცვლად ჩვეულებრივი ბიზნეს კომუნიკაციისა. ჩვენი საქართველოში ყოფნის ორი ათწლეულისა და ორწლიანი იურიდიული დავის დასრულების შემდეგ, რომლის მიზანი ჩვენი კონტრაქტის შეწყვეტა იყო, ბიზნესის ასეთი ხერხით კეთება არის არაკეთილსინდისიერი. მაშინ როდესაც ჩვენი კომპანიის ხელმძღვანელობა ჰიუსტონში, ტეხასი, ა.შ.შ. კარგად არის ცნობილი სამინისტროსთვის და ძალიან ადვილია მათთვის ასეთი მნიშვნელოვანი შეტყობინების გაგზავნა პრესიდან ვეცნობით სამინისტროს მიზნებს და ეს მაშინ, როცა პირდაპირ კომუნიკაციას იყენებენ მხოლოდ შეხვედრებზე უარის სათქმელად. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაიცვას საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილება, პატივი სცეს ჩვენი კონტრაქტის პირობებს და მოგვცეს შესაძლებლობა ვიმუშაოთ განუწყვეტელი მუქარის, დაშინების და ახალი პირობების გარეშეიმედი გვაქვს მომავალშიც ბევრი კონსტრუქციული შეხვედრა გვექნება საქართველოს ხელისუფლებასთან ჩვენი კომპანიის მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, თუმცა კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ჩვენი კონტრაქტის შეწყვეტის არანაირი იურიდიული საფუძველი არ არსებობს. სამინისტროს საპირისპირო ინსინუაციები არის არასწორი. ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას შეწყვიტოს და თავი შეიკავოს ჩვენი ბიზნესის და თანამშრომლების მიმართ განხორციელებული მუქარის, შევიწროვებასა და დაშინებისაგან. კონტრაქტის თვითნებურად შეწყვიტის ან გაუქმების ნებისმიერი მცდელობა, ან ჩვენი კომპანიის ნავთობის და გაზის ოპერაციების სხვაგვარად, ძალის გამოყენებით დაკავება და ჩამორთმევა იქნება ექსპროპრიაციის უკანონო, კრიმინალური აქტი და ექნება შესაბამისი რეაგირება“, - ნათქვამია განცხადებაში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები