ბიზნესი
02/05/2022

გაიაფდება, თუ არა საწვავი - ფინანსთა მინისტრის პასუხი

ფინანსთა მნინისტრი ვარაუდობს, რომ უახლოეს მომავალში საწვავის ფასებმა უნდა დაიკლოს.

ლაშა ხუციშვილს ამის თქმის საფუძველს იმპორტიორების მიერ ნავთობპროდუქტების შეძენასთან დაკავშირებით გაფორმებული ახალი კონტრაქტები აძლევს. 

"ჩვენ გვქონდა საუბარი, რომ მიმდინარე კონტრაქტები იყო გაცილებით დაბალ ფასებში, ვიდრე ეს იყო მაგალითად, იანვრის თვის კონტრაქტები. მაშინ საერთაშორისო ბაზარზე ფასები მაქსიმუმზე იყო ასული. ბოლოს გაფორმებულმა კონტრაქტებმა კი ასახვა უნდა ჰპოვოს ადგილობრივ ბაზარზეც, ვინაიდან ძველი შეძენილი ნავთობპროდუქტები ახალი კონტრაქტებით ჩანაცვლდება. კონკურენციის სააგენტოსაც მიღებული აქვს დავალება და 15 მაისისთვის შესაბამისი დასკვნაც იქნება მზად. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება ვისაუბროთ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სამომავლოდ",- აღნიშნა ხუციშვილმა. 

Businesspartner