ბიზნესი
04/01/2021

გალერია თბილისი: პანდემიის ფონზე რა მოლოდინიც იყო, გამართლდა

სავაჭრო ცენტრი „გალერია თბილისში“ „ბიზნესპარტნიორთან აცხადებენ, რომ  წლევანდელი ნაკადი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი ხალხმრავლობისგან. მათი მტკიცებით, პანდემიის ფონზე რა მოლოდინიც იყო, გამართლდა.

“24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით ვიმუშავეთ სააკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილი რეგულაციებით. როგორც იცით, 20 კვადრატულ მეტრზე მხოლოდ ერთი ადამიანი დაიშვებოდა, შესაბამისად, იმ დროს როდესაც სავაჭრო ცენტრში მომხმარებლების რაოდენობა აღწევდა იმ მაქსიმუმს, რაც რეგულაციით იყო დადგენილი, ვაჩერებდით შენობაში ნაკადის შესვლას. გარეთ დამოტაჟებული იყო ბარიერები, რომლის მეშვეობით კონტროლდება რიგი,“ - აცხადებენ „გალერია თბილისში“.

სავაჭრო ცენტრში ამ ეტაპზე ზუსტი ინფორმაცია საახალწლო პერიოდის გაყიდვების შესახებ არ აქვთ, რადგან მოიჯარეების მხრიდან მიწოდება ჯერ არ მომხდარა.

შეგახსენებთ, 2020 წლის 24 დეკემბრიდან 2021 წლის  2 იანვრის ჩათვლით გაიხსნა სავაჭრო მოლები. შეზღუდული დარჩა საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, არ გაიხსნა ბაზრობები. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით და მთავრობის გადაწყვეტილებით, 16 იანვრიდან ყველა სავაჭრო ცენტრი გაიხსნება (შაბათ-კვირის გარდა).

Businesspartner