ბიზნესი
20/05/2022

GALT & TAGGART: თბილისში ქირის ფასები 71.6%-ით გაიზარდა  

აპრილში უძრავი ქონების ბაზარზე ქირის ფასები თბილისში წინა წელთან შედარებით 71.6%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით 21.7%-ით გაიზარდა.

GALT & TAGGART–ის მიმოხილვის მიხედვით, ზრდა გამოწვეულია მიგრანტების შემოდინების ეფექტით და როგორც ვარაუდობს, საქართველოში 80,000-120,000 ვიზიტორი ჩამოვიდა რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან იმაზე ხანგრძლივი ვადით, ვიდრე ტურისტები.

აღსანიშნავია, რომ მიგრანტების ნაკადის გამო ეს 2 სტატისტიკა - ვიზიტორები და შემოსავლები - ამჟამად განსხვავებულ ტენდენციებს ასახავს.

ტურიზმის შემოსავლების 19.3% მოდიოდა რუსეთზე 2022 წლის აპრილში, შემდეგ მოდის ბელარუსი ჯამური რაოდენობის 14.9%–ით, ისრაელი 11.1%–ით, ევროკავშირი 11% და უკრაინა 10.3%–ით.

ამასთან, GALT & TAGGART საბაზისო სცენარით, 2022 წელს ტურიზმის შემოსავლების 75%-იან აღდგენას პროგნოზირებს, 2019 წელთან შედარებით, თუმცა მიგრანტების ეფექტის გათვალისწინებით, უფრო სწრაფი, 85%–იანი, აღდგენის ალბათობა გაზრდილია.

Businesspartner