ბიზნესი
20/05/2021

განახლებული Pizzeria di Karkhana – როგორია ღვინის ქარხანა N1-ის გეგმები

"ღვინის ქარხანა N1"-ის ტერიტორიაზე მდებარე პიცერია სრული რებრენდიგის შემდეგ მომხმარებელს არაერთ სიახლეს სთავაზობს.

როგორც Pizzeria di Karkhana–ს გენერალური დირექტორი ქრისტი ჭანიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, სტუმრებს განახლებული მენიუ, გაუმჯობესებული სერვისი და სასმელების მრავალფეროვანი არჩევანი დახვდებათ.

„ავიყვანეთ ახალი ბრენდ-შეფი ვახტანგ გობეჯიშვილი, დავიწყეთ მენიუში ცვლილებების შეტანა, რომელიც ახლა ბევრად გამრავალფეროვნებული და დახვეწილია. განვაახლეთ ინტერიერი და დავამატეთ გამწვანებული ტერასა. ახალი გუნდით ვაგრძელებთ მუშაობას. რებრენდინგამდე, პროექტის საწყისი საინვესტიციო ღირებულება $200 000 იყო.

ადრე გვერქვა „პინცერია“, მომხმარებელი სიახლეს ძალიან კარგად შეხვდა. შემიძლია თამამად, ვთქვა, რომ დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტის დირექტორი ვარ და ჩემი პროფესიონალი გუნდის წევრებითან ერთად შევძელი საუკეთესო შედეგის მიღწევა. ამჟამად პიცერიაში დასაქმებული გვყავს 30-ზე მეტი თანამშრომელი,“ – აღნიშნავს ქრისტი ჭანიშვილი.

რებრენდინგი შეეხო "ღვინის ქარხანა N1-ის" კიდევ ერთ პროექტს „შადრევანს“, რომელიც 1-ელ ივნისს გაიხსნება.

„სამოქმედო გეგმას დაემატა განვითარებისთვის აუცილებელი საკითხები, განახლებული მენიუს გარდა, გაუმჯობესებული სერვისია, დავიწყეთ HACCP-ის სტანდარტებისთვის ყველა საჭირო ნორმებზე მუშაობა და ჩვენი ყველა რესტორანი, რომელსაც მე ვუხელმძღვანელებ იმუშავებს ამ პრინციპით. მალე იგეგმება ესპანური სამზარეულოს დამატებაც, ასევე სხვა საინტერესო ახალი პროექტები, რომელსაც ჯერ ვერ გავაჟღერებ. 

რაც შეეხება პანდემიას, შედარებით ადვილად გავუმკლავდით რადგან ჩვენი კონცეფცია იძლევა იმის საშუალებას, გატანის სერვისზე უპრობლემოდ გვემუშავა და ასე ვაგრძლებთ დღესაც. შევძელით პერსონალის გარკვეული ნაწილისთვის შეგვენარჩუნებინა უწყვეტად ანაზღაურებადი სამსახური,“ – ამბობს Pizzeria di Karkhana-ს გენერალური დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ "შადრევნის" გახსნის გარდა, დაახლოებით 2 თვეში მომხმარებელს მიიღებს "ვერე ფიუჟენიც."

ისტორიული ძეგლი "ღვინის ქარხანა N1" არაერთ საინტერესო სივრცეს აერთიანებს. მათ შორის არის: ქართული რესტორანი “ვერიკო”, მისივე პროექტი კოქტეილ ბარი “ქიქოძე”, ვეგეტარიანული რესტორანი “თბილი სიო”, კოქტეილ ბარი Cocktail factory, მექსიკური რესტორანი Taqueria Teko’s Tacos, კაფე-ბარი Candy, ქართული რესტორანი “შუშაბანდი”, აზიური რესტორანი “Suzie Wong”, გრილ ბარი Black Dog Bar, იტალიური რესტორანი Pizzeria di Karkhana, ბარბიქიუ და ლუდ ბარი Number 8 BBQ House, კულინარიული სკოლა Culinarium Cooking School, ქართველი დიზაინერების მაღაზია IERI Store და ყვავილების მაღაზია Flower factory.

 

 

 

Businesspartner