ბიზნესი
11/06/2021

GDG ჯგუფი ლაღიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას იწყებს

დეველოპერული კომპანია GDG ჯგუფი რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ საცხოვრებელი კორპუსების სეგმენტში შედის.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დირექტორმა ბიძინა წაქაძემ განუცხადა, წლის ბოლომდე კომპანია თბილისის ცენტრალურ უბანში, მიტროფანე ლაღიძის ქუჩაზე, მრავალფუნქციური, მათ შორის, საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას დაიწყებს.

როგორც წაქაძე აღნიშნავს, კომპანიას უკვე საკუთრებაში აქვს ტერიტორია, მეორე ნაწილის შესყიდვას კი უახლოეს მომავალში გეგმავს.  ჯამში პროექტში 10 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

„მას შემდეგ რაც პროექტი შეთანხმდება, მშენებლობაც დაიწყება. დაგეგმილია 6 სართულიანი კომპლექსის მშენებლობა, რომელიც დაახლოებით 2 წელში დასრულდება,“ - აცხადებს წაქაძე.

შეგახსენებთ, კომპანია GDG ჯგუფი დეველოპერული ბაზარზე 15 წელზე მეტია ოპერირებს. კომპანია თავდაპირველად, საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობით იყო დაკავებული, ბოლო 5 წელი კი აქცენტს სასტუმრო ბიზნესზე აკეთებდა.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები