ბიზნესი
16/07/2020

GDG ჯგუფი ვანში სასტუმრო "სურიუმს“ გაზაფხულზე გახსნის

GDG ჯგუფი ვანში ოთხვარსკვლავიან სასტუმრო „სურიუმს“ 2021 წლის გაზაფხულზე გახსნის. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა ბეჟან წაქაძემ განუცხადა, დასრულებულია მონოლითური სამუშაოები და მიმდინარეობს რემონტი.  


„მიმდებარე ტერიტორიაზე არქელოგიური მუზეუმი გაიხსნა ორი კვირის წინ, დიდი თანხა დაიხარჯა. შესაბამისად, ვანში სასტუმროს არსებობა აუცილებელია“, -აცხადებს წაქაძე.

სასტუმრო 45 ნომრიანი იქნება. მასში განთავსდება საკონფერენციო, სპორტული დარბაზი და რესტორანი. პროექტში 3-4 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

Businesspartner