ბიზნესი
07/06/2021

GEclose2EU-ს ფარგლებში მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ტრენინგების სერია განახლდა

9 ივნისს თელავში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) პროექტის ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან „GEclose2EU’’-ს ფარგლებში, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ტრენინგების სერია გაიმართება.

ტრენინგი თემაზე მარკეტინგი და ბრენდინგი კახეთის რეგიონის 50-მდე მეწარმე მიღებს მონაწილეობას. მსგავსი ტრენინგები, მომდევნო კვირების მანძილზე, საქართველოს შემდეგ რეგიონებში ჩატარდება: კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, აჭარა, რაჭა-ლეჩხუმი.

ტრენინგები მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, პროექტის ერთ-ერთი აქტივობაა და მასში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების ბენეფიციარი 500 კომპანია მიიღებს მონაწილეობას. ტრენინგები უკვე ჩატარდა 4 თემაზე: ფინანსების მართვა, მეწარმეობის ფორმები და საგადასახადო ანგარიშგება, გაყიდვები/დისტრიბუციის არხები და ფინანსების მოზიდვა/ბიზნეს-გეგმის წერა.) საქართველოს ათივე რეგიონში.

ტრენინგები სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარებს დაეხმარება უკეთ შეძლონ საკუთარი ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის და პერსპექტივების შეფასება, მართონ ფინანსები, გააუმჯობესონ ანგარიშგება საგადასახადო სამსახურებთან, მოახდინონ საკუთარი პროდუქციის ბრენდინგი, გაიგონ მარკეტინგის და გაყიდვების ახალი შესაძლებლობების შესახებ, მათ შორის - კოვიდის ეპოქის მოთხოვნების შესაბამისად. ტრენინგები ასევე გააუმჯობესებინებს მათ ბიზნეს-გეგმების წერის და ბიუჯეტირების უნარებს, რაც დაეხმარება სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ახალ პროგრამებში მონაწილეობის დროს.

პროექტს „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან" (GEclose2EU), 2018 წლიდან დაიწყო. პროექტს ახორციელებს „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი”(EPRC) სააგენტო „აწარმოე საქართველოსთან“ თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით. პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა ადგილობრივ და ევროპის ბაზარზე და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები