ბიზნესი
25/05/2022

Georgia - A Pleasure Doing Business - საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო კამპანია Bloomberg-ზე

ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით და Bloomberg-თან თანამშრომლობით საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო და საიმიჯო კამპანია გაეშვა.

„Georgia – A Pleasure Doing Business” კამპანიის ფარგლებში, Bloomberg-ის სატელევიზიო და ციფრულ პლატფორმებზე, ასევე, Bloomberg-ის ვებ-გვერდზე, გასავრცელებლად დამზადდა საიმიჯო ვიდეორგოლები, სტატია და სხვადასხვა სახის მასალები.

კამპანიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწილია საინფორმაციო ვიდეორგოლი, რომელშიც საქართველოს საინვესტიციო უპირატესობებსა და წარმატებულ ბიზნესსაქმიანობაზე მაღალი საერთაშორისო ცნობადობისა და ნდობის მქონე პირები საუბრობენ, კერძოდ, EBRD-ის რეგიონალური პრეზიდენტი კატარინა ბიორლინ ჰანსენი, საერთაშორისო ბიზნეს პროცესების აუთსორსინგ კომპანია Majorel-ის საქართველოს ოფისების დირექტორი, ალექსანდრე მირონენკო, და მზის პანელების მწარმოებელი კომპანიის AIONRISE ბიზნესის განვითარების მთავარი ოფიცერი, შოკრუხ ბარათოვი.

აქტიური კამპანია 2022 წლის ნოემბრის ბოლომდე გასტანს და მოიცავს როგორც ევროპის, ასევე, აზიისა და აშშ-ს ბაზრებს.

Businesspartner