ბიზნესი
19/03/2020

Georgia Healthcare Group-ს კორონავირუსი გეგმებს უცვლის

COVID-19 -ის პანდემიის გამო, Georgia Healthcare Group-მა შესაძლოა დივიდენდები არ გასცეს.

კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული გაურკვევლობის გამო, უმსხვილესმა სამედიცინო ჯგუფმა კაპიტალური ხარჯების გეგმაც შეცვალა. ჯგუფი გეგმავს ხარჯები მხოლოდ იმ პროექტების დაფინანსებაზე გაწიოს, რაც მათი ბიზნეს საქმიანობისთვის გადაუდებლად აუცილებელია.

დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, აქციონერებისთვის დივიდენდის გაცემის საკითხს მას შემდეგ მიუბრუნდება რაც ვირუსით გამოწვეული შედეგები უფრო ცხადი გახდება.

კომპანიამ ინვესტორებს ასევე აცნობა, რომ გლობალურ პანდემიასთან საბრძოლველად კომპლექსური გეგმა უკვე შეიმუშავა. GHG აცხადებს, რომ მოხდა თანამშრომელთა მომზადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად. ასევე ყოველდღიური მუშაობა მიმდინარეობს მომწოდებლებთან, რათა უწყვეტი მომარაგების უზრუნველყოფა მოხდეს.

Businesspartner