ბიზნესი
23/03/2020

Georgian Airways-ი: როგორც ყოველთვის ვრჩებით მთავრობის და ხალხის გვერდში

Georgian Airways-ი გაუგებრობას უწოდებს ბოლო პერიოდში კომპანიასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.

“ამ წუთისათვის ჩვენი მხრიდან ყველა ხარვეზი აღმოფხვრილია. გარწმუნებთ, რომ Georgian Airways-ის ერთ მუშტად შეკრული კოლექტივი როგორც ყოველთვის დარჩება საქართველოს მთავრობის და ხალხის გვერდში, იმოქმედებს საგანგებო სიტუაციის მოთხოვნებითა და წესებით. მიუხედავად იმისა, რომ ავიაკომპანია უმძიმეს პირობებში იმყოფება, ჩვენ მზად ვართ საკუთარი ხალხის უსაფრთხოებისათვის შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთოთ”, – ამბობს კომპანიის გენრალური დირექტორი რომან ბოკერია.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმა Georgian Airways-თან დაკავშირებით დასმულ კითხვას ასე უპასუხა – კომპანია „აირზენას“ დირექტორი ელოდება იმას, რომ რაც შეიძლება მეტ ფულს გადაუხდიან და სხვას არაფერს.

პრემიერმა აირზენას დირექტორს შეახსენა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა და კომპანიებს საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო სანქციები დაეკისრებათ.

Businesspartner