ბიზნესი
20/03/2020

Georgian Airways-ი თანამშრომელთა 95%-ს უხელფასო შვებულებაში უშვებს

ავიაკომპანია Georgian Airways-ი თანამშრომელთა 95%-ს უხელფასო შვებულებაში უშვებს.

Georgian Airways​-ის გენერალური დირექტორის თქმით, კომპანიას გადაწყვეტილების მიღება შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მოუხდა.

რომან ბოკერიას თქმით, კომპანია წყვეტს რეგულარულ ავიარეისებს და შეასრულებს მხოლოდ ჩარტერულ ავიარეისებს, რომლებიც ხელშეწყობილი იქნება მთავრობის მხრიდან.

“Georgian Airways​-ი მზადაა ნებისმიერი ქვეყნიდან გამოიყვანოს საქართველოს მოქალაქეები თუ ამაზე იქნება საქართველოს მთავრობის მზადყოფნა და ხელშეწყობა”, – განმარტავს ბოკერია.

Georgian Airways​-ი მზადაა ასევე კერძო შეკვეთებიც მიიღოს.

Businesspartner