ბიზნესი
06/01/2022

ღამის კლუბები 7 იანვრიდან 9 იანვრის 06:00 საათამდე იმუშავებს

საქართველოში ღამის კლუბები 2 დღით იხსნება.შესაბამის დადგენილებას მთავრობაში ხელი უკვე მოწერა.

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შედეგად, 2022 წლის 7 იანვრიდან 2022 წლის 9 იანვრის 06:00 საათამდე ღამის კლუბების საქმიანობა დასაშვები გახდა.

დადგენილებას ხელს პრემიერ -მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.მთავრობაში ღამის კლუბების  მუდმივად გახსნის გადაწყვეტილება  ამ ეტაპზე არ მიუღიათ.

შეგახსენებთ, საქართველოში ღამის კლუბები 2021 წლის 6 მარტიდან დახურულია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები