ბიზნესი
13/05/2022

GHG: თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტით მოქალაქეები წლიურად 200 მლნ-ს დაზოგავენ

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის გათვლებით, თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის საშუალებით მოქალაქეები წლიურად დაახლოებით 200 მილიონ ლარს დაზოგავენ.

ნიკოლოზ გამყრელიძე რეფორმას დადებითად აფასებს. 

"ჩვენი კომპანია პირველი იყო, ვინც ამ პროცესში მიიღო მონაწილეობა. თურქეთიდან აღიარებითი რეჟიმით ევროპული და ამერიკული მედიკამენტების იმპორტი უკვე უწყვეტ სახეს იღებს. მარტო მარტსა და აპრილში, ჩვენი კომპანიის შემთხვევაში, დაახლოებით 30 000-მა ადამიანმა ისარგებლა. დაახლოებით 10 მილიონი ლარი დაზოგეს მარტო ჩვენთან, იმ ფასებთან შედარებით, რაც 2021 წელს იყო. სხვა ქსელებს არ ვგულისხმობ. ეს ძალიან პოზიტიური რეფორმაა. ჩემი გათვლებით, საქართელოს მოქალაქეები წლიურად 150-200 მილიონ ლარამდე დაზოგავენ, რაც სოლიდური შედეგია",- განაცხადა "ბიზნესპარტნიორთან" ნიკოლოს გამყრელიძემ. 

Businesspartner