ბიზნესი
30/04/2021

ღვინის სააგენტომ ერთ კომპანიას ექსპორტზე უარი უთხრა

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ, საინსპექციო კონტროლის ფარგლებში, ერთ კომპანიას პროდუქციის ექსპორტზე უარი უთხრა.

კონტროლი სულ 10 კომპანიაში განხორციელდა, პროცესი სერტიფიცირებისათვის წარდგენილი საექსპორტო ნიმუშების ლოტთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ პირველ კვარტალში ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, 56 დეგუსტაცია ჩატარდა და 2263 ნიმუშიდან 107 უარყოფითად შეფასდა.

ამავე პერიოდში, სააგენტომ ღვინის მწარმოებელ 7 კომპანიაში განახორციელა სახელმწიფო ზედამხედველობა, რაც საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს. შვიდივე საწარმოში აღებული ღვინის ნიმუშები დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

მთავარი სიახლეები