ბიზნესი
12/06/2020

გიორგი გახარია Georgian Airways-ზე: საყვედურის თქმაც შეგვიძლია და მადლობაც

პანდემიის პირობებში სამშობლოში 12 000 მოქალაქე შეღავათიანი პირობებით დაბრუნდა. პრემიერი ამბობს, რომ ეს მარტივი საქმე არ არის, თუმცა მთავრობის ვალდებულებაა.

ამავდროულად გიორგი გახარიამ Georgian Airways-ს მადლობა გადაუხადა.

"როცა საყვედურია სათქმელი საყვედურის თქმაც შეგვიძლია და, როცა მადლობაა სათქმელი მადლობაც შეგვიძლია. როცა ავიაკომპანიას საყვედური ეკუთვნოდა საყვედური ვუთხარით, ამ შემთხვევაში ეკუთვნის მადლობა და, რა თქმა უნდა, მადლობა უნდა გადავუხადოთ იმისთვის, რომ მართლა ეფექტური თანამშრომლობა გამოგვივიდა, - განაცხადა პრემიერმა.

გახარიამ განსაკუთრებული ყურადღება ქვეყანაში ჩამოყვანილ ახალგაზრდებზე გაამახვილა. "ახლა ერთი სული გვაქვს და დარწმუნებული ვართ, ამ ახალგაზრდებსაც რომლებიც იქ განათლებას იღებდნენ ერთი სული აქვთ როდის დამთავრდება ეს ყველაფერი და ასევე, დაგაბრუნებთ უკან, იმიტომ, რომ უნდა მიიღოთ კარგი განათლება და დაბრუნდეთ ქვეყანაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

Businesspartner