ბიზნესი
09/09/2021

გიორგი პერტაია ევროპალატის დირექტორთა საბჭოს წევრად მესამედ აირჩიეს

სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია ევროპალატის დირექტორთა საბჭოს წევრად მესამედ აირჩიეს.

გიორგი პერტაია პარალელურად არის ევროპალატის აღმოსავლეთ პარტნიორობისა და სამეზობლო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე.

ევროპალატა წარმოადგენს ევროპის უმსხვილეს ბიზნეს გაერთიანებას ევროკავშირში, ფარავს 43 ევროპულ ქვეყანას, აერთიანებს 45 წევრ ასოციაციასა და 20 მილიონ ბიზნეს. ასევე 1700 რეგიონალურ და ადგილობრივ სავაჭრო პალატას.

საქართველოს სავაჭრო პალატა ევროპალატის წევრი 2000 წელს გახდა და როგორც არა ევროკავშირის წევრი ქვეყანა აფილირებული წევრის სტატუსით სარგებლობს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები