ბიზნესი
25/09/2020

"გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ COVID-19-ის გამო სამსახურის დაკარგვის რისკებს დააზღვევს

პანდემიის პირობებში სადაზღვევო სექტორი ბაზარს ახალ პროდუქტებს შესთავაზებს. COVID-19-ის გამო სამსახურის დაკარგვის რისკებს „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ დააზღვევს.

კომპანია ახალ პაკეტს მომხმარებლებს რამდენიმე დღეში მიაწვდის.

„უახლოეს დღეებში ვგეგმავთ COVID-თან დაკავშირებით სამსახურის დაკარგვის ან შეჩერების პაკეტის გამოტანას. ამ რისკების დაზღვევით ვცდილობთ შევეხიდოთ იმ ხალხს, რომელსაც შეიძლება დაემართოს კოვიდ 19,“ - განაცხადა ნინო კობახიძემ.

მისი თქმით, კომპანია აქტიურად მუშაობს ტურისტებისთვის COVID-19-ის სადაზღვევო პაკეტის შემუშავებაზეც.

 

ფოტო: bluelynx.com

Businesspartner