ბიზნესი
16/05/2021

Glovo პარტნიორ კურიერებს ანაზღაურების ახალ სისტემას სთავაზობს

Glovo მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა მულტი კატეგორული მიტანის სერვისის ინდუსტრიაში. კომპანია 26-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს და თანამშრომლობს 25 000-ზე მეტ პატნიორ კურიერთან. Glovo უკვე ორ წელზე მეტია ქართველ მომხმარებელს მიტანის სერვისის მრავალფეროვნებას 5 დიდ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში სთავაზობს.

პარტნიორ კურიერებთან არსებული ურთიერთობის გასაუმჯობესებლად და მათი მოთხოვნების მაქსიმალურად დასაკმაყოფილებლად, Glovo-მ ანაზღაურების ახალი სისტემა შეიმუშავა, რომელიც მთლიანად მორგებულია გლოვერების საჭიროებებსა და მათ უსაფრთხოებაზე.

ცვლილებებია საბონუსე სისტემაში - ძველი სისტემის მიხედვით, პარტნიორი კურიერები იღებდენენ ყოველკვირეულ ბონუსს. ეს ნიშნავს, რომ პარტნიორ კურიერებს უწევდათ შეესრულებინათ შეკვეთების გარკვეული რაოდენობა, რათა კვირის ბოლოს მიეღოთ კუთვნილი სახელფასო დანამატი, რაც საკმაოდ დიდ დროის რესურსსა და ენერგიას მოითხოვდა. ამიერიდან, მოიხსნება ყოველკვირეული ბონუსები და ისინი ყოველდღიურად, სხვადასხვა საათზე გადანაწილდება. ეს პოზიტიური ცვლილება გულისხმობს, რომ კვირის განმავლობაში, გლოვერებს ნებისმერ დროს შეეძლებათ ბონუსის გამომუშავება და არ ექნებათ შეკვეთების კონკრეტული ლიმიტები ამ დამატებითი ანაზღაურების მისაღებად. 

ასევე, ცვლილებები შეეხო ასანაზღაურებელ მანძილსაც - არსებული სისტემის ფარგლებში, ანაზღაურდებოდა შეკვეთის მიღებიდან, მომხმარებლამდე მიტანის მანძილი. ახალი სისტემის მიხედვით, ანაზღაურდება მხოლოდ ობიექტიდან მომხმარებლამდე არსებული მანძილი, თუმცა, სიახლის შესაბამისად, იზრდება საბაზისო ანაზღაურება: 2 ლარის ნაცვლად, საბაზისო თანხა შეიცვლება 2.3 ლარით და ყოველი განვლილი კილომეტრისთვის, პარტნიორი კურიერები 0.4 ლარის ნაცვლად, 0.5 ლარს გამოიმუშავებენ.

შეიცვალა ყოველდღიურად დაშვებული მაქსიმალური საათების რაოდენობაც - აქამდე, პარტნიორ კურიერებს შეეძლოთ აპლიკაციის საშუალებით, ყოველდღიურად მაქსიმუმ 12 საათის არჩევა. თუმცა ამიერიდან, საერთაშორისო რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების რეგულაციების გათვალისწინებით, მაქსიმალური სამუშაო დროს რაოდენობა 10 საათამდე შემცირდება.

აღნიშნული ცვლილებების მიზანია Glovo-ს ანაზღაურების სისტემის გაუმჯობესება და პარტნიორი კურიერებისთვის უფრო მოქნილი, ხელსაყრელი პირობების შეთავაზება. ახალი სისტემის პირობებში, მეტად დაცული იქნება თითოეული პარტნიორი კურიერის უსაფრთხოება და მათ საშუალება ექნებათ, უფრო მარტივად და სწრაფად გამოიმუშავონ სახელფასო დანამატი.

Businesspartner