ბიზნესი
22/09/2022

Group Anaklia ცხვირის სპრეის და თვალის წვეთების წარმოებას 2023 წლიდან დაიწყებს

კომპანია Group Anaklia სამეგრელოში მინი ქარხნის მშენებლობას 2023 წელს დაასრულებს. პროექტი ჩხოროწყუს რაიონის სოფელ მუხურში დაახლოებით, 500 000 დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გულისხმობს.

კომპანიის რეგიონული მენეჯერი ირაკლი წიფურია „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ქარხანაში იგეგმება კოსმეტიკური საშუალებების, თვალის წვეთების  და ბუნებრივი კალცის აბების  წარმოება, რომელიც საწყის ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე, შემდეგ კი ექსპორტზეც გაიყიდება.

მისი ინფორმაციით, ქარხნის მშენებლობა დაწყებულია.

კომპანია ზუგდიდის რაიონის სოფელ ოქტომბერში მდებარე ქარხანაში სამკურნალო წყალ „ლუგელას“ აწარმოებს.

Group Anaklia-მ საქართველოში ბიზნესპროექტების შესახებ 2016 წელს დააანონსა. მაშინ ჯგუფის პრეზიდენტი გელანი ხალუკაევი აცხადებდა, რომ კომპანიის საქმიანობა დაკავშირებულია აგრარულ პროდუქტებთან, მინერალური წყლის ჩამოსხმასთან და ფარმაცევტული პროდუქტების წარმოებასთან, რომელიც ნატურალურ ინგრედიეტებზეა დაფუძნებული.

ხალუკაევი აცხადებდა, რომ კალციუმი  ფარმაცევტული ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი ელემენტია. ლუგელას კომპონენტების გამოყენებით კი Group Anaklia დიდი რაოდენობით ფარმაცევტული და კოსმეტიკური პროდუქციის გამოშვებას გეგმავდა.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები