ბიზნესი
31/07/2020

G&T: ბინებზე ქირის ფასის კლება გარდაუვალია

ქირები მცირდება - ფასების კლება გარდაუვალია, - ასეთია COVID 19 -ის პანდემიის გავლენა უძრავი ქონების ბაზარზე.

„გალტ ენდ თაგარტის“ მონაცემებით, Covid-19-მა ქირის ბაზარზე მყისიერად შეამცირა ქირა. უძრავი ქონების ქირის ინდექსი აშშ დოლარში წლიურად შემცირდა 10.7%-ით 2კვ20-ში, მაშინ როცა ფასები წლიურად 4.1%-ით გაიზარდა.

„ქირების შემცირება შეიძლება აიხსნას ტურიზმთან დაკავშირებული მოთხოვნის შოკით. შესაბამისად, ქირის უკუგება მცირდება, რაც მომავალში ფასების შემცირებას გარდაუვალს ხდის“, - მიიჩნევენ საინვესტიციო და აქტივების მმართველ კომპანიაში, სადაც ვითარების შესუბუქებას იპოთეკურ სესხებზე მთავრობის 4%-იანი სუბსიდიის პროგრამით ელიან, რაც ხელს შეუწყობს გაყიდვებს პირველად ბაზარზე 2020 წლის ბოლომდე.

„ეს სუბსიდიის პროგრამა დააჩქარებს მოთხოვნას, რადგან მოსალოდნელია, რომ ადამიანების ნაწილი შეიძენს ბინას სუბსიდიის მისაღებად. თუმცა, პროგრამა შეიძლება ნეგატიურად აისახოს 2021 წლის მოთხოვნასა და საფასო დინამიკაზე. ჩვენი მოლოდინით, ბინების გაყიდვების ზრდის ტემპი ნულთან ახლოს იქნება 2020 წლის მე-2 ნახევარში, რაცწლიურად 15%-იან კლებას ნიშნავს 2020 წლისთვის“, - აცხადებს კომპანია ახალ კვლევაში.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ბინის გამქირავებლების  დაახლოებით 7%-მა (3,076 განცხადება) Area,ge-ზე შეცვალა საფასო პოლიტიკა 2020 წლის მარტის შემდეგ - საფასო პოლიტიკა ძირითადად ბინის გამქირავებლებმა შეცვალეს.

2020 წლის ივნისში Area.ge-ზე განთავსებული განცხადებების საშუალო შეწონილი ფასი შემცირდა 817 აშშ დოლარამდე (870 აშშ დოლარიდან) დეველოპერების შემთხვევაში და 846 აშშ დოლარამდე (893 აშშ დოლარიდან) კერძო ინვესტორების შემთხვევაში.

2020 წლის მარტსა და აპრილში შემცირების შემდეგ, ბინის გაყიდვის ახალი განცხადებები კვლავ გაიზარდა 2020 წლის მაისიდან.

Businesspartner

მთავარი სიახლეები