ფოტო: koreabizwire.com
ბიზნესი
23/05/2022

HCL Technologies-ი საქართველოში შემოსვლის შესაძლებლობას შეისწავლის

გლობალური ტექნოლოგიური კომპანია HCL Technologies-ი საქართველოს ბაზარზე შემოსვლის შესაძლებლობას განიხილავს.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმის ფარგლებში კომპანიის ეკოსისტემების მიმართულების ხელმძღვანელს კალიან კუმარს შეხვდა, რომელთანაც განიხილეს HCL Technologies-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლის და საინფორმაციო ტექნოლოგიების პროდუქტების საერთაშორისო ბაზრებზე მიწოდების ფილიალის გახსნის შესაძლებლობები.

როგორც სამინისტროს რელიზშია განმარტაბეული, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საგადასახადო რეჟიმი, რომელიც ვრცელდება საერთაშორისოს სტატუსით მომუშავე აითი კომპანიებზე და ითვალისწინებს მათზე საგადასახადო შეღავათების მინიჭებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის გლობალური ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოში შემოვლენ და აქედან მიაწვდიან საკუთარ ტექნოლოგიურ პროდუქტებს საერთაშორისო ბაზრებზე.

ქართულმა მხარემ HCL Technologies - ი მოიწვია საქართველოში ადგილობრივი ბაზრისა და მისი საინვესტიციო შესაძლებლობების შესწავლის მიზნით.

HCL Technologies - ი მსოფლიოს 52 ქვეყანაში საქმიანობს, მათ შორისაა, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, აშშ, ბელგია, ისრაელი, საფრანგეთი, ლიეტუვა, ფინეთი და სხვ.

Businesspartner