ბიზნესი
09/06/2020

იმპორტირებული შაქრის 50%-ს ქართული ჩაანაცვლებს

ეკონომიკის მინისტრის თქმით, აგარის ქარხნის წარმოებული ქართული შაქარი იმპორტირებულს დაახლოებით 50%-ით ჩაანაცვლებს, რაც აისახება ფასებზეც.

ნათი თურნავა ამბობს, რომ შაქარზე ფასების კლება ნელ-ნელა დაწყებულია და მასშტაბური ადგილობრივი წარმოება ქვეყანას საშუალებას მისცემს ბაზარზე მეტად ხელმისაწვდომი ფასები იყოს, საწარმოს განახლებით კი დამატებით 500 ადამიანი დასაქმდება.

მინისტრი ამბობს, რომ ქართული წარმოებები ამ დღეებში სულ უფრო მეტი გაიხსნება.  

კომპანიის დამფუძნებლის წარმომადგენლის ნიკოლოზ ნათბილაძის ინფორმაციით, ქარხანა მთელი წლის განმავლობაში, დეკემბრის ბოლომდე იმუშავებს და 60-65 ათას ტონამდე შაქრის წარმოებას გეგმავს, რაც საერთო ბაზრის დაახლოებით ნახევარს შეადგენს.

 

Businesspartner