ბიზნესი
07/07/2020

ინდუსტრია: კანონპროექტში ცვლილების გარეშე წამლების გაძვირება გარდაუვალია

ფარმაცეფტული პროდუქციის შესახებ კანონში შესატან ცვლილებათა პროექტში კერძო სექტორის რეკომენდაციების გათვალისწინების გარეშე მედიკამენტებზე ფასების მატება გარდაუვალია, - ამის შესახებ ფარმაცეფტული კომპანიების ასოციაციაში საუბრობენ.

გაერთიანების ხელმძღვანელის ირაკლი მარგველაშვილი განმარტებით, პროექტის პირველად ვერსიაში გარკვეული საბაჟო პროცედურების ვადა ხანგრძლივდება, რაც მათ პროდუქციაზე ფასების მატების რისკებს ზრდის. კერძოდ, საუბარია მედიაკამეტის აღიარებითი რეჟიმის ვადის 7-დან 30 კალენდარულ დღემდე გაზრდაზე. გაერთიანების მტკიცებით, პროცედურების ვადის ზრდა იმპორტიორებს წამლის თვითღირებულებას გაუზრდის, რაც თავის მხრივ მომხმარებლისთვისაც გააძვირებს წამლებს.

ასოციაციაში იმედს იტოვებენ, რომ კანონპროექტის განხილვების შემდგომ ეტაპზე მიდგომა შეიცვლება და კანონმდებლები პროექტს დაარედაქტირებენ.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებს ხვალ II მოსმენით განიხილავს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები