ბიზნესი
27/10/2020

Inex Group-მა ჩინეთიდან ამანათების გადაზიდვის ტარიფი გაზარდა

Inex Group-მა ჩინეთის მიმართულებით ამანათების ტარიფი 1.5 დოლარით გაზარდა.

კომპანიის გენერალური დირექტორის განმარტებით, ფასის მატების მიზეზი საჰაერო ავიაგადაზიდვების მნიშვნელოვანი გაძვირებაა.

„ავიაკომპანიებმა გააძვირეს გადაზიდვა და არ არის კაგრი, მაგრამ ჩვენც მოგვიწია ფასების კორექტირება. თუმცა, სატვირთო თვითმფრინავით ტვირთის გადატანის ტარიფები გახდა იმდენად მაღალი, რომ ვეღარ შევძელით ჩვენი რესურსით მისი კომპენსირება. გვქონდა ორი არჩევანი: ან უნდა შეგვეწყვიტა ტვირთების ჩინეთის მიმართულებით გადაზიდვა ან გაგვეზარდა ფასები. ბოლო რამდენიმე თვეა, ჩინეთის მიმართულების კომპანიის ხარჯებით სუბსიდირება გვიწევდა. ამას ვაკეთებდით მომხმარებელთა შესანარჩუნებლად, თუმცა კომპანიის რესურსი ამოიწურა,“ - განმარტა გიორგი კაპანაძემ.

მისივე განმარტებით, რეგულარული ავიარეისების აღდგენის შემდეგ კომპანია ამანათებს ჩინეთის მიმართულებით კვლავ ძველი ტარიფით გადაზიდავს.

„იმედია მეტი კორექტირება არც ამ და არც სხვა რომელიმე, მაგალითად ამერიკის ან ბრიტანეთის მიმართულებებზე არ მოგვიწევს. ამ ეტაპზე არ მიდის ამ საკითზე საუბარი,“ - განაცხადა Inex Group-ის გენერალურმა დირექტორმა.

Businesspartner