ბიზნესი
09/12/2021

იპოდრომთან სპორტკომპლექსს "კორტები" ააშენებს - რა ვიცით კომპანიაზე

იპოდრომთან მდებარე ჩოგბურთის კორტების ყოფილი ტერიტორია აუქციონზე გაიყიდა. ტერიტორია რამდენიმე თვის წინ დარეგისტრირებულმა კომპანია "კორტებმა" იყიდა.

ქალაქის მერის თქმით, აუქციონში გამარჯვებული კომპანია ტერიტორიაზე არანაკლებ სამ საჩოგბურთო კორტს მოაწყობს.

მას გადაეცემა საკუთრების უფლება და ექნება ვალდებულება, რომ განახორციელოს 5 მილიონი ლარის ინვესტიცია. საჩოგბურთო კორტების გარდა ინვესტორმა უნდა მოაწყოს, ასევე, სპორტული დანიშნულების და მასთან დაკავშირებული სივრცეები ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი წლის ვადაში.

სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, კომპანია "კორტები" 2021 წლის 17 ნოემბერსაა დარეგისტრირებული. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი დავით კოპაძეა.

დავით კოპაძე წილს ფლობს რამდენიმე სხვადასხვა კომპანიაში. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, ის კომპანია "ატრაქციონის" და "პალმას" 100%-იანი წილის მფლობელია, ის ასევე 25%-იან წილს ფლობს კომპანია "პანორამაში", კომპანია "ქისში" 50%-ს, "ურბან დეველოფმენტში" კი 10%-ს.

Businesspartner