ბიზნესი
03/07/2020

იპოთეკის სუბსიდირებამ ბაზარი უკვე წაახალისა

იპოთეკის სუბსიდირება ბაზარზე უკვე აისახა. თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, ივნისის ბოლოსთვის გაცემული ახალი იპოთეკური სესხების 7 დღის საშუალო მაჩვენებელმა პანდემიის შემდეგ პირველად გადაუსწრო იანვარ-თებერვლის პერიოდის საშუალო მაჩვენებელს. ზრდამ ბოლო კვირაში +11% შეადგინა.

საინვესტიციო კომპანია აცხადებს, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ცვლილება -65%-ს გაუტოლდა, რაც 2019 წლის ივნისის ბოლოს ძლიერი საბაზისო ეფექტით აიხსნება.

25 ივნისის მდგომარეობით, თბილისში გაყიდული ბინების 7 დღის საშუალო მაჩვენებლის ცვლილება წინა კვირის მაჩვენებელთან (-41% წ/წ) შედარებით გაუმჯობესდა და წ/წ -26% შეადგინა. იან-თებ პერიოდის საშუალოსთან შედარებით კლება -10%-ს შეადგენს.

თიბისი კაპიტალი უძრავი ქონების მხარდაჭერის მთავრობის გეგმის ეფექტს კიდევ ელის და აცხადებს, რომ ეს ზრდას კიდევ უფრო დააჩქარებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები