ბიზნესი
23/09/2020

იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა, შესაძლოა, 2021 წელსაც გაგრძელდეს

იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა, შესაძლოა, მომავალ წელსაც გაგრძელდეს, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ უძრავი ქონების პლატფორმის „ლივოს“ დამფუძნებელმა, გიორგი ჩუმაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხის განხილვა სამთავრობო გუნდში უკვე მიმდინარეობს.

„2021 წლის პირველი ნაწილი საკმაოდ რთული იქნება, თუმცა ჩემი ინფორმაციით, სახელმწიფო იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის გაგრძელებას განიხილავს. ალბათ, ეს შეინარჩუნებს მომავლში ბაზარს. თუ სუბსიდირება არ იქნება, რა თქმა უნდა, ფასები ძალიან შემცირდება და ტრანზაქციებიც არ იქნება“,- ამბობს ჩუმაშვილი.

Businesspartner